ემოციური მომენტი პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის ქორწილიდან

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ინდოელმა მსახიობმა - პრიანკა ჩოპრამ, რომელიც 36 წლის გახლავთ, ათი წლით უმცროს მომღერალზე - ნიკ ჯონასზე იქორწინა. ცერემონია ჩოპრას მშობლიურ ქვეყანაში, ინდოეთში შედგა და ის ტრადიციული ელემენტებით იყო აღსავსე.

ცერემონია საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა ნიკისთვის, რომელიც მსახიობის თეთრ საქორწილო კაბაში გამოჩენამ ააღელვა და  ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

„This was truly Magical” – ამ სათაურით გამოაქვეყნა კადრები მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელებში ცერემონიის კიდევ რამდენიმე რომანტიკული კადრი გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ცერემონიის კიდევ ერთი ვიდეორგოლიც: