როდის დაიწყება საქართველოს აღორძინების ხანა? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

მოგეხსენებათ, მიხეილ ცაგარელი იყო ადამიანი,რომელიც წინასაარჩევნოდ სწორედ სალომე ზურაბიშვილის, ანუ თევზის, გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან პოლიტიკური ამინდის პროგნოზი შემოგვთავაზა და განაცხადა, რომ 2018 წელს პოლიტიკოსები ერთმანეთს დახოდავცდნენ. 

,,სერიოზული ცვლილებები
 იქნება პრემიერმინისტრით დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული. ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში კარგია. ზოგიერთი გადავა მმართველობის დიქტატორულ ზღვარს, ეს ტენდენციებიც გაუჩნდება. ზოგიერთი ზედმეტად ლიბერალი აღმოჩნდება. ამიტომ იპოვიან თავის ადგილებს, ან მიუჩენენ და დარჩებიან ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკოსები, რომლებიც მეტად შეძლებენ ქვეყნის განვითარებას. შეიცვლება პრემიერ-მინისტრი. 2019 წელი იქნება პირველი სასიკეთო წელიწადი. ჩვენი აღორძინება იწყება 2022 წლიდან, მაგრამ 2019 წელი იქნება პირველი მერცხალი. ამიტომ 2018 წლის ბოლოს ნელ-ნელა უნდა დავლაგდეთ იმ კადრების კუთხით , რომლებიც 2019 წელს შეძლებენ მეტი წარმატების მოტანას." - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.