მარგარეტ ეტვუდი მხევლის წიგნის გაგრძელებას წერს

კანადელმა მწერალმა და ბესტსელერის ავტორმა მარგარეტ ეტვუდმა მხევლის წიგნის გაგრძელება დააანონსა. წიგნის სახელი The Testaments იქნება და ის 2019 წლის 10 სექტემბერს გამოვა.

“ძვირფასო მკითხველო, ყველაფერი, რაც თქვენ გილიედის შესახებ მკითხეთ, ამ წიგნის შთაგონება იყო. უფრო სწორად, თითქმის ყველაფერი! შთაგონების სხვა წყარო ის სამყარო იყო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ”, – წერია ეტვუდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მხევლის წიგნი 1985 წელს გამოვიდა. ისტორია ამერიკის ტირანულ მომავალში ვითარდება და მასში მოთხრობილია ერთი ქალის ბრძოლა გადარჩენისთვის.