ქართული ჭიდაობა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

ქართული ჭიდაობა UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ეს გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

ქართული ჭიდაობის წარმოშობა უძველეს ხანას უნდა უკავშირდებოდეს და უპირველეს ყოვლისა ის საბრძოლო დანიშნულების იყო.

ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომოპანიმენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია.