ნიკო ფიროსმანის ნახატი “ქალი ლეჩაქით” გაიყიდა

ნიკო ფიროსმანის ნახატი “ქართველი ქალი ლეჩაქით” სოთბის აუქციონზე 27 ნოემბერს 2 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რაც 2,8 მილიონი დოლარი და დაახლოებით 7 655 600 ლარია.

ნახატი ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. მან ფიროსმანის ნამუშევრები პირველად 1928 წელს ნახა და “ქალი ლეჩაქით” ზალცბურგის სახლში 1934 წელს დაკიდა.

1953 წელს, ნახატი შტეფან ცვაიგის საზოგადოების დამაარსებელს აჩუქეს, რომელმაც 1981 წელს ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შესწირა.