ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც კომპანია ევროპაბეთის სარეკლამო სახე გახდა, კვირას, ნაშუადღევს, თბილისიდან ვენაში გაფრინდა. გამგზავრების წინ კი, პირლომ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

“საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ - ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა,” - განაცხადა პირლომ გამგზავრების წინ.

“ევროპაბეთმა” ანდრეა პირლო სარეკლამო სახედ მისი პერსონისა და თამაშის მანერის გამო აირჩია. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.

 

“შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ანდრეას ხასიათი იყო - როგორი იყო იყო თამაშის დროს და როგორია ცხოვრებაში. პირლო არის ძალიან გაწონასწორებული, შემოქმედი, ევროპელი ფეხბურთელი. კომპანიის პროფილიდან გამომდინარე, ევროპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, როგორც ხედავთ, წარმატებით დასრულდა. პირლო არა მარტო ერთი რგოლის გადაღებისთვის, არამედ მთელი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნისთვის ჩამოვიყვანეთ. პროექტზე კომპანია WINDFOR'S-თან და Metro Production-თან ერთად ვმუშაობთ"- აღნიშნა ლაშა გოგუამ, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა. 

ლაშა გოგუა - ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი 

გადასაღებ მოედანზე პირლოსთან ერთად ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე მუშაობდა, რომელმაც სხვადასხვა დროს “მერსედეს ბენცის”, “როლექსის” და “პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთანთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.  

ევროპაბეთის სარეკლამო რგოლის გადაღებები პირლოს გამგზავრების შემდეგაც გრძელდება და სარეკლამო რგოლს ანდრეა პირლოს მონაწილეობით საზოგადოება თვის ბოლოს იხილავს.