ჩვენ შესახებ

ინტერნეტჟურნალ Himagazine-ის ვებ გვერდზე, მარტიდან, ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვან და ექსკლუზიურ ამბებს წაიკითხავთ. HiMagazine მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-კულტურულ საკითხებსა და შოუბიზნესის სიახლეებს. Himagazine-ის მასალების გაცნობა მომხმარებელს უკვე შეუძლია ინტერნეტჟურნალის Facebook გვერდის საშუალებით. ასევე, ინტერნეტჟურნალი იქნება ერთგვარი გზამკვლევი გართობის მოყვარულთათვის, რადგან HiMagazine, მათ, აქტიურად მიაწვდის ინფორმაციას თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

Himagazine-ის დამფუძნებელი, სალომე უკლება ამბობს, რომ შოუბიზნესის, კულტურისა და სპორტის სიახლეების გარდა, რესპექტაბელური ონლაინგამოცემა მკითხველს შესთავაზებს საინტერესო ინტერვიუებსა და განსხვავებულ რუბრიკებს.

სალომე უკლება, Himagazine-ის დამფუძნებელი: "მკითხველისთვის აქტუალურ ადამიანებს განსხვავებული კუთხით წარმოგიდგენთ.

„გაგაცნობთ, ახალ, საინტერესო ადამიანებსაც, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ქმნიან ისტორიას. გარდა ამისა, ინტერნეტჟურნალი მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს Life Style-ის თემას. გვექნება სპეციალური რუბრიკა, სადაც კომპეტენტური ადამიანების რჩევებს გაეცნობით. ასევე შემოგთავაზებთ რუბრიკებს, რომლებიც კონკრეტულად, მკითხველის ინტერესებს უპასუხებს. მხოლოდ განსხვავებული, უმნიშვნელოვანესი და ყველაზე აქტუალური ამბები მოიყრის თავს Himagazine-ზე. გართობის მოყვარულებზეც განსაკუთრებით ვიფიქრეთ - მათთვის სპეციალურად შევქმენით ერთ-ერთი კატეგორია. ასე რომ, Himagazine იწყებს მკითხველთან შეხვედრას და ელოდება მისგან მეგობრულ Hi-ს“.